როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდიის ადგილმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ისე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, და ის არ აპირებს კუნძულის მისაკუთრებას უძრავი ქონების სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად.
„ის [გრენლანდია] ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. როცა საქმე ეხება რუსეთს, ჩინეთს, ვხედავთ მრავალ ჩინურ გემს, რუსულ სამხედრო გემს. მისი ადგილმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ისე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. ეს არის ძალიან დიდი მიწა, სადაც ნამდვილად ცივა, ბევრი ყინულია“, - განაცხადა ტრამპმა ტელეარხ Newsnation-თან ინტერვიუს დროს.
მისი თქმით, ის აგრეთვე არ აპირებს იქ გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას.