დაათვალიერეთ გიორგი გილიგაშვილის ახალი ფოტოები, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა

გიორგი გილიგაშვილი

23 ივლისს თბილისში, კლუბ „ანდერვილში“ გამართულ ქორწილზე საზოგადოება ახლაც საუბრობს. ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ბედნიერება ოჯახისა და ახლობლების გარდა, ბევრმა ცნობილმა სახემ გაიზიარა.

მომღერალი და მსახიობი, გიორგი გილიგაშვილი ირაკლი მაქაცარიას მეჯვარე იყო.

ქორწილიდან იგი დასთან, ნუცა გილიგაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და უამრავ თბილ გამოხმაურებასაც იღებს.

„ულამაზესები“, „ძალიან კარგები ხართ, გიო, ბევრი შენნაირი ქართველი“, - წერენ კომენტარებში

ცოტა ხნის წინ ძალიან თბილ, პოზიტიურ ადამიანს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. მან ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე უკან არის და გიორგი თავს კარგად გრძნობს.

ასევე ნახეთ: Exclusive: „ეს იყო ნიშანი...“ - რა შეემთხვა გიორგი გილიგაშვილს ირაკლი მაქაცარიას ქორწილში