ჩინელმა ქალმა ერთ კვირაში ორჯერ იმშობიარა

ჩინელი ქალი

ჰებეის პროვინციაში ქალმა ერთ კვირაში ორჯერ იმშობიარა. ამის შესახებ სააგენტო China News Service იტყობინება.

გოგონამ 2012 წელს იქორწინა, თუმცა ქმართან ბავშვები არ ჰყავდა. 2016 წელს მან მკურნალობის კურსი გაიარა და დაფეხმძიმდა. 21 თებერვალს მან ვაჟი გააჩინა, თუმცა კიდევ ორი ტყუპის გაჩენა ვერ შეძლო. ექიმებმა მას ფეხმძიმობა გაუგრძელეს. 6 დღეში ტყუპი გოგონები გააჩინა.