„არასდროს მწყინდა პაროდიებს როდესაც აკეთებდა ჩემზე...“ - ინდირა ჯგერნაია ლიზა ქისტაურზე

ლიზა ქისტაური

ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში მომღერალი ინდირა ჯგერნაია ეხმაურება.

ლიზა ქისტაური ინდირას პაროდიებს ხშირად აკეთებდა.

„არასდროს მწყინდა პაროდიებს როდესაც აკეთებდა ჩემზე, ძალიან ვუყვარდი

ყოველთვის შენატროდა ჩემ ხმას ნეტა მე ამომდიოდეს შენი ხმა, სასწაულებს ვიზავდიო, ამბობდა, უბოროტო და კეთილი იყო, ბოლომდე ვფიქრობდი, ალბათ მოდის საქართველოში და მორიგი მისი სკანდალური პიარია თქო, არ მინდოდა სხვა რამის დაჯერება.  

მოდის საქართველოში“,- წერს ინდირა.

ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური შეტყობინება შევიდა, ბელგიაში, საქართველოს საელჩოშიც. გარდაცვალების შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.