არ ჭამო მთელი ხაჭაპური, ჭამე 1 ნაჭერი - როგორია ალექსანდრა პაიჭაძის „ხრიკები“ გასახდომად

ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი, ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. იგი საკუთარ გამომწერებს რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ხშირად უზიარებს.

ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძე იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ უნდა შეცვალოს ადამიანმა ჭამის რაციონი და ამოიღოს ზედმეტი საკვები.

როგორც ჩანს, მოდელს ამ საკითხზე გამომწერები კითხვებს ხშირად უსვამენ.

„ღიპს ვერ ვიშორებო, მწერენ გოგოები, მე ვთქვი და არ დამიჯერეთ, ანუ არ ჭამოთ იმდენი, რამდენსაც ჭამთ.შეცვალეთ კვების სტილი, ამოიღეთ ზედმეტი და არასაჭირო და დაიგდებთ.

ამაზე მარტივი და კარგი რა არის. არ ჭამო მთელი ხაჭაპური, ჭამე 1 ნაჭერი, არ ჭამო 3 ნაჭერი ტორტი, მიირთვი ნახევარი ნაჭერი, ანუ ულუფა შეამცირეთ. სტრესის გამო კი არ ჭამოთ, იკაიფეთ იმით, რომ თავად აკონტროლებთ საჭმლის ზომას და მიღების საათებს. ესაა მთელი მუღამი გახდომის. დღესვე დაიწყეთ, ცოტა გაუძელით და 1 კვირაში მადლობას ეტყვით საკუთარ თავს“,- წერს ალექსანდრა პაიჭაძე.