ამერიკელი ბავშვების 40% ფიქრობს, რომ ჰოთ-დოგი ბოსტნეულია

ჰოთ დოგი

ამერიკელი ბავშვების 40% ფიქრობს, რომ ჰოთ-დოგი ბოსტნეულია . ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

Sapien Journal-ის ბოლო კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვებს ძალიან უჭირთ იმის დადგენა, თუ საიდან მოდის გარკვეული სახის ხორცპროდუქტები.

მკვლევრებმა 4-დან 7 წლამდე ასაკის 176 ბავშვი გამოიკითხეს, რომლებიც აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის მეტროპოლიტენში ცხოვრობენ. შედგებმა აჩვენა, რომ  - ამერიკელი ბავშვების 40%-ს სჯერა, რომ ჰოთ-დოგი მცენარეული წარმოშობისაა, ხოლო 46%-ზე მეტი ფიქრობს, რომ კარტოფილი ფრი ცხოველის სახეობაა. ამასთანავე, ბავშვების 41% ბეკონს ცხოველის ხორცთან ვერ აკავშირებს.