„ამდენი გულისტკივილი და იმედგაცრუება სად წავიღო… ყველაფერი დასრულდა“ - ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. განსაკუთრებით აინტერესებთ, მისი პირადი ცხოვრება.

ცნობილია, რომ ის ბიზნესმენ დავით კოდუაზეა შეყვარებული. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, მოდელის გამომწერებში, გააქტიურდა კითხვა, დაშორდა თუ არა პაიჭაძე საყვარელ მამაკაცს.

ცოტა ხნის წინ, ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„დაუჯერებელია... მაგრამ ყველაფერი დასრულდა… ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს... მჯერა მომავლის, მაგრამ ამდენი გულისტკივილი და იმედგაცრუება სად წავიღო…  არ მინდა, ტვირთად ვერ მოვიკიდებ, არ დამიმსახურებიააა!!!", - წერს მოდელი.

უცნობია, რას გულისხმობს და უკავშირდება თუ არა მოდელის პოსტი დავით კოდუას.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „არ მომწონს ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ! არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს“ - რას წერს ცნობილი სპორტსმენი

VIDEO: ასე აღნიშნეს ფოთში, მეზობლებმა მარიამობა - ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ყურადღება! ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავმა ქართველი მოდელის უარის შემდეგ, ცოლად მაილი საირუსის დედა შეირთო