24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტშია გადაღებული. ვიდეოში ქალი ტრანსპორტში მყოფ ახალგაზრდას ჩაცმულობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოკლე შორტი არ უნდა ეცვას.
დღეს ისევ გავრცელდა ახალი ვიდეო, სადაც ჩაცმულობასთან დაკავშირებით ისევ დაპირისპირებაა ქალებს შორის.
კადრებს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ქალების დაპირისპირების ვიდეოს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე იუმორით ეხმიანება და ამბობს, რომ „სასწრაფოდ თუ არ აცივდა დავხოცავთ ერთმანეთს“.
ვიდეოს გამოეხმაურა ასევე ცნობილი სპორტსმენი რომან დოლიძე.
"ვიდეო სხვადასხვა ინტერპრეტაციით რომ არ გავრცელდეს, აქვე დავურთავ: შენიშვნა ზოგჯერ შეიძლება იყოს, უადგილო, უმიზეზო, უსამართლოც კი, რამაც თავისთავად შეიძლება გული გვატკინოს, მაგრამ ხშირად ჩვენი რეაქცია, სიტყვა და საქციელი ჩვენს შინაგან კულტურაზეც მეტყველებს.
ყველას აქვს უფლება ჩაიცვას და გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას სურს, მაგრამ ამ შინაგანმა თავისუფლებამ არ უნდა გაიაროს, არც ერთი მხარის და მით უფრო, უფროსი თაობის უპატივცემულობაზე!
კარგად მესმის, რომ მე არ ვაკეთებ “პოპულარულ” განცხადებას, მაგრამ ეს უკანასკნელი ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და რისიც მჯერა. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ოპონენტის აზრი, საშინლად არ მომწონს საუბრის ის ტონი და ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ!
და დიახ! არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს", - წერს რომან დოლიძე.
ასევე ნახეთ:
„ჰო, ძალიან მაგარია სიცოცხლე!“ - ხათუნა ხოფერიას თავიდან სიმსივნე ამოკვეთეს
VIDEO: ასე აღნიშნეს ფოთში, მეზობლებმა მარიამობა - ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
VIDEO: საცობი რიკოთზე - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში