ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრა პაიჭაძე საქართველოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

ალექსანდრა პაიჭაძე

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ამ დრომდე ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას ალექსანდრა პაიჭაძე და ანი ლოლაძე. ისინი დასასვენებლად ტაილანდში იმყოფებიან. ამის შესახებ მოდელმა ინსტაგრამზე დაწერა.

“ტაილანდში ჩარჩენილი მოქალაქეების საყურადღებოდ:

11 მარტს დაინიშნა სპეციალური ჩარტერული რეისი, რომელსაც უზრუნველყოფს კერძო კომპანია.

ვისაც გსურთ დაბრუნება, გთხოვთ დაუკავშირდეთ +995 571 00 35 71 watsapp შეტყობინებით.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაინიშნება შემდეგი ჩარტერი, ამიტომ შესაძლოა ეს იყოს ბოლო შანსი დაბრუნებისთვის. გთხოვთ გააზიაროთ ინფორმაცია მათთვის, ვისაც შეიძლება შეეხებოდეს. p.s. ტაილანდის საჰაერო სივრცე ღიაა და არც დაკეტილა, ბილეთები არ არის ან რაც არის ძალიან ძვირია” - წერს პაიჭაძე.