„ახალმა სიყვარულმა დამაბრუნა საკუთარ თავში და გამაძლიერა...“ - ნეკა დოროყაშვილი პირადზე

ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ახალი სიყვარულის ამბებს უზიარებს: 

„ახალმა სიყვარულმა საერთოდ არ შემცვალა, უბრალოდ, დამაბრუნა საკუთარ თავში, მეტად გამაცნო საკუთარი თავი და გამაძლიერა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ადამიანები ერთმანეთს ცვლიან, იდენტობას კარგავენ, ამის უფლება, ვფიქრობ, არავის გვაქვს. მაგრამ, როცა ადამიანი შენს საკუთარ თავთან უფრო მეტად გაახლოვებს, ეს, უბრალოდ, სიყვარული კი არა, თავისუფლების ნიჭის ჩუქებაა. ასე რომ, გამოდის, ამ ადამიანმა, თავისუფლების უფრო მეტი ნიჭი მაჩუქა. 

ერთი წელია, ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა და ეს ის სიყვარულია, რაზეც ერთი წლის წინ სიმღერის ტექსტი დავწერე და ვფიქრობდი, ამ სიმღერას, არასდროს გამოვამზეურებდი, ჩემთვის მექნებოდა და მხოლოდ მე მოვუსმენდი. არ ვიცი, ამას წინასწარმეტყველება ჰქვია თუ არა, მაგრამ ნამდვილად მოვიდა ის ინფორმაცია წინასწარ, რამაც ეს სიმღერა დამაწერინა. სხვათა შორის, ზუსტად ისეთი ფორმით განვითარდა ყველაფერი, როგორც დავწერე. სამყაროში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, არც ის იყო შემთხვევითობა, ამ სფეროში რომ შევდგი ფეხი. ის ეტაპები რომ არ გამევლო, რა ეტაპებიც გავიარე, ვერასოდეს გავიცნობდი ჩემს თავს. ძალიან დიდი ძალა აქვს მადლირებას.

როცა ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ ბოროტდები, სამყარო აუცილებლად გჩუქნის ბონუსს და ეს ადამიანიც და მუსიკაში ჩემი ყოფნაც ბონუსია ძალიან დიდი სამყაროსგან. რეალურად, წერამ გადამარჩინა, არ მომცა საშუალება, ჩემს ფიქრებთან მარტო დავრჩენილიყავი. ყველაფერი ფურცელზე გადამქონდა – საკუთარი გრძნობები, ემოციები, განცდები და ახლა ეს ყველაფერი სიმღერაში გადავიტანე. კიდევ ვამბობ, საკუთარი გრძნობების ფურცელზე გადატანამ გადამარჩინა. როცა ჩემი სიმღერის ტექტებს მოისმენთ, ჩათვალეთ, ეს არის ჩემი დღიურები, რომლებიც გამოვამზიურე და ავამღერე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბობოქარი ეტაპი დაიწყო. ისეთი ბობოქარი პერიოდი მიდგას, შემიძლია გამთენიისას წამოვხტე, დამარტყას თავში, გავიკეთო ყურსასმენი და ახალი სიმღერა დავწერო. მსიამოვნებს ეს ბობოქარი პერიოდი, რაც მე მჭირს“,- ამბობს ნეკა. 

განაგრძეთ კითხვა: