ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
ცხოველთა და ფრინველთა შვილებს თავიანთი სახელები აქვთ. ზოგმა შეიძლება არც იცოდეთ, რომ ჩოჩორი მხოლოდ ვირის შვილს კი არა, მწყრის შვილსაც ჰქვია. ლეკვი ბევრი მტაცებლის შვილია, ქულაც ბევრი ფრინველის ბარტყს ჰქვია. ბარტყი ყველა ფრინველის შვილი როდია. მაშ ასე, სია გრძელია. ჩაუყევით.
ზღარბი – ზღურბლი
აქლემი – კოზაკი
დათვი – ბელი
ვეფხვი – ბოკვერი
ვირი – ჩოჩორი (წამოზრდილ ვირს მუტრუკი ჰქვია)
თხა – თიკანი
ირემი – ბიჟინი
კამეჩი – ზაქი
კატა – კნუტი
კურდღელი – ბაჭია
ლომი – ბოკვერი
მგელი – ლეკვი
მელა – ლეკვი
სპილო – სპლიყვი
ტურა – ლეკვი
ღორი – გოჭი
შველი – ნუკრი
ციყვი – დღნაჩვი
ცხენი – კვიცი
ცხვარი – ბატკანი
ძაღლი – ლეკვი
ძროხა – ხბო
ჯიქი – ბოკვერი
ჯიხვი – ფოთრი
ფრინველთა შვილების სახელები
არწივი – მართვე
ბატი – ჭუკი
ბეღურა – ბარტყი
ბუ – მართვე
ბულბული – ბარტყი
გვრიტი – ხუნდი
გნოლი – წიწილა
გუგული – ბარტყი
თოლია – მართვე
ინდაური – ჭუკი
იხვი – ჭუჭული
კაკაბი – წიწილი
კაჭკაჭი – ბახალა
კოდალა – ბარტყი
კოკორინა – წიწილა
მერცხალი – ბარტყი
მიმინო – ქულა
მტრედი – ხუნდი
მწყერი – ჩოჩორი
როჭო – ლაპი
ფარშევანგი – ნამლევი
ქათამი – წიწილა
ქორი – ქულა
ყარყატი – ბარტყი
ყვავი – ბახალა
ყორანი – ბახალა
შაშვი – ბარტყი
შევარდენი – ქულა
ჩხიკვი – ბარტყი
ძერა – ქულა
წერო – ბჟიტი
ჭილყვავი – ბახალა
ხოხობი – ლაპი
სხვა არსებათა შვილების სახელები
თევზი – ლიფსიტა
ლოქო – ღლაბუტა
გველი – წიწილი
თაგვი – წრუწუნა
კუ – კუსანა
ფუტკარი – მართვე