პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა

გვარაკიძის ბრიფინგი

საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე, ერთი შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

"უფრო კონკრეტულად, 5 ბრალდებულიდან 2 უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო 3 ბრალდებული დღეს დავაკავეთ," - განაცხადა პროკურორმა.