2026 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება აღრიცხულთა შორის - რას ამბობენ მეცნიერები
1778177607
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.