VIDEO: ისტორიული გამარჯვებიდან 14 წელი გავიდა - რა ხდებოდა ოლიმპიადაზე მაშინ, როცა საქართველოში რუსის ჯარი შემოიჭრა

ირაკლი ცირეკიძე

ზუსტად 14 წლის წინ, მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი შემოიჭრა, პეკინში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა. ქართველებს ჩინეთის დედაქალაქში მძიმე წუთები ედგათ - უნდა გადაეწყვიტათ, დაეტოვებინათ ოლიმპიადა და შინ დაბრუნებულიყვნენ, თუ ასპარეზობა განეგრძოთ. მაშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ისტორია დაწერა - ირაკლი ცირეკიძემ ნაომარ ქვეყანას სევდანარევი სიხარული მოჰგვარა.

ირაკლი ცირეკიძემ ნახევარფინალში ივან პერშინი დაამარცხა, რომელიც ვლადიმერ პუტინის ფავორიტი სპორტსმენი იყო. ცირეკიძემ პერშინი შებოჭვით დაამარცხა და როგორც კომენტატორი ამბობს, „რუსი ბეჭებზე გააკრა“.

დაჯილდოების ცერემონიალზე ცირეკიძეს ოქროს მედალთან ერთად შავი ლენტი ეჭირა.

ნახეთ ამაღელვებელი კადრები ↓