VIDEO: გიო შერმადინს საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოგება თვითმფრინავში მიულოცეს - ემოციური კადრები

გიორგი შერმადინი

გიორგი შერმადინი ესპანეთის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.  ქართველი ცენტრი Liga Endesa-ს სეზონის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.

NBA Georgia Facebook-ზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ მიულოცა Liga Endesa-მ გიორგი შერმადინს წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოგება.

„პატივცემულო მგზავრებო, ერთი მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გავაკეთოთ – ეს ეხება კალათბურთელს, რომელიც ლენოვო ტენერიფეში ცენტრის პოზიციაზე თამაშობს… გიო შერმადინი 2022-2023 წლის ესპანეთის ჩემპიონატის MVP გახდა!“ – ასე გააგებინა და მიულოცა Liga Endesa-მ შერმოს წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოგება თვითმფრინავში“, – ვკითხულობთ NBA Georgia Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა ეს ჯილდო კარიერაში მეორედ მიიღო: