VIDEO: „დიდი ეპოქა დასრულდა...“ - ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა

ტოჩინოშინი

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა 35 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა. ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-გვერდმა, „სუმოს ქომაგებმა“ გაავრცელა, რომელსაც თან ქართველი რიკიშის კომენტარიც ახლავს. 

ლევან გორგაძემ „ნაცუ ბაშოზე“ დღევანდელი ბრძოლის დაწყებამდე გვერდის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ამირან ურუშაძეს განუცხადა, რომ ბრძოლის შემდეგ ის სუმოისტის კარიერას დაასრულებდა. ↓

ტოჩინოშინის კარიერის საწყისი ეტაპები 2010 წლის მაისიდან თარიღდება, ოქროს პერიოდი კი 2018 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც „ჰაცუ ბაშოზე“ 14:1-ზე ბალანსი დააფიქსირა და იმპერატორის თასს დაეუფლა. შედეგად, ლევან გორგაძემ სეკივაკეს წოდება დაიმსახურა, მომდევნო ბაშოზე კი 13:2-ზე ბალანსით, მან ოძეკის წოდება მოიპოვა, რაც სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდებაა.