ტოჩინოშინი ჰირადოუმისთან დამარცხდა

ტოჩინოშინი

იანვრის ბაშოზე, ქართველმა მე-11 მაეგაშირა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მეორე ორთაბრძოლა ჰირადოუმის წინააღმდეგ ჩაატარა და უვატენაგეს ილეთით დამარცხდა. 

ორი დღის შემდეგ ტოჩინოშინს, მისთვის საიუბილეო მე-100 ბაშოზე, თითო მოგება-წაგება აქვს. შეჯიბრების მესამე დღეს ქართველის მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.