მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
სოციალურ ქსელში მოზარდის, ანასტასია ბოჭოიძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.
„დედა ღვთისმშობლის შობას წავიდა თავის დედიკოსთან! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი პატარა ანგელოზო“, - წერს ოჯახის ახლობელი.
მისივე ინფორმაციით, გოგონას ტვინსა და გულზე ანევრიზმა ჰქონდა, მოგვიანებით კი მენინგიტიც დაერთო. ახლობლის ცნობით, მოზარდის გულმა დატვირთვას ვეღარ გაუძლო.
სამძიმრის პოსტი ანსამბლმა „დიდებამაც“ გამოაქვეყნა.
„ანსამბლი „დიდება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მოსწავლის, ანასტასია ბოჭოიძის გარდაცვალების გამო.
ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოვცეთ ის ტკივილი, რომელსაც ახლა ვგრძნობთ...
გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში.
ვუსამძიმრებთ ანასტასიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას, ვინც მას იცნობდა და უყვარდა," - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.