ემანუელ მაკრონი: რეჟიმის შეცვლა ქვეყნის დაბომბვის გზით არ არის რეალური და კარგი ვარიანტი, რადგან ეს არ მუშაობს

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ირანის დაბომბვა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამოიწვევს. ABC-სთან ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მთავრობის შესაცვლელად ქვეყანაზე სამხედრო ზეწოლა საუკეთესო ვარიანტი არ არის. მისივე თქმით, საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს და ამით მსოფლიოს საფრთხე არ შეუქმნას.

„თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს მთავარი მიზანია. რეჟიმის შეცვლა ქვეყნის დაბომბვის გზით არ არის რეალური და კარგი ვარიანტი, რადგან ეს არ მუშაობს და ბოლო ათწლეულებში ეს შეცდომა რამდენჯერმე დავუშვით. ახლა ირანში ვითარების მიღმა ჰორმუზის სრუტის გახსნის პრობლემაც გვაქვს. ეს კარტი რომ ხელში ჰქონდა, ირანმა რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა. ჩვენი მთავარია მიზანია, ვიპოვოთ სწორი შეთანხმება, რათა გავხსნათ ჰორმუზი და საწვავის ფასებზე წნეხი შევამციროთ“, - აცხადებს მაკრონი.