თურქეთი FIBA-ს არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

თურქეთის კალათბურთის ფედერაცია არ ეთანხმება FIBA-ს გადაწყვეტილებას, რომელიც ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის სადავო მატჩს ეხება და შედეგს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს, რომელიც ლოზანაში, შვეიცარიაში მდებარეობს.

ამის შესახებ Eurohoops-ი წერს.

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჰედო თურქოღლუ ქართული მახარე და FIBA გააკრიტიკა.

„FIBA ყოველდღიურად უფრო ინგრევა სამსაჯო შეცდომებისა და ორგანიზებულობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით თუ ჩვენ შევხედავთ რა ხდება გერმანიასა და საქართველოში, ნათლად ჩანს, რომ FIBA თავის ძალას კარგავს. ეს არის ევროპული კალათბურთის სკანდალი. ასეთი სკანდალების მიღება ადვილი არაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის“, – განაცხადა თურქოღლუ.

მისი თქმით, „კითხვის ნიშანი უნდა დაესვას იმას, რომ ისეთი ინსტიტუტი როგორიც ფიბაა, ევრობასკეტის ორგანიზების უფლებას აძლევს მე-3 სამყაროს ქვეყნებს, როგორიც საქართველოა“.

„ის ფაქტი, რომ ისინი სამ მაიმუნს თამაშობენ (არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ, ვერაფერს ვამბობ) ჩვენს კალათბურთელზე თავდასხმის შემდეგ გვაკვირვებს და გვამწუხრებს“.

თურქოღლუ ასევე გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებას, რომელიც თურქული მხარის პროვოკაციებს შეეხებოდა.

„თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს პროვოკაციაა, რატომ არ უჩვენებენ ჩანაწერებს საზოგადოებას? თუ სითამამე აქვთ, რატომ არ გვიჩვენებენ კამერას, რა მოხდა გასახდელის წინ? შემდეგ ჩვენ დავინახავდით, ვინ იტყუება და ვინ არა”, – განაცხადა თურქოღლუმ.