განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ქართველი სპორტსმენი თემურ სამხარაძე კლასიკურ სამჭიდში ევროპის ჩემპიონია. თემურ სამხარაძემ პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ზემძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა.
თემურ სამხარაძე მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ის არის პირველი სპორტსმენი, რომელმაც ახალგაზრდულ ასაკში უფროსებს შორის დამყარებული რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.
დელეგაცია ტურნირზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა.