„თავს ჩემპიონატის ფავორიტად ვგრძნობ..“ - ანასტასია გუბანოვა

გუბანოვა

ფინეთის ქალაქ ესპოოში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქალთა ერთეულებში მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა ლიდერობს, რომელმაც კარიერის საუკეთესო შედეგი, 69.81 ქულა აჩვენა. ის ბელგიელ ლუნა ჰენდრიკსს თითქმის ორი ქულით უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსანთან სხვაობა 6 ქულაა.

„ასეთ შედეგს არ ველოდი, რადგან ჩემი აზრით, ეს არ იყო იდეალური შესრულება. ტრიალში მცირე შეცდომა დავუშვი, რაც, რა თქმა უნდა, დასანანია. ეს რომ არა, 70 ქულაზე მეტს ავიღებდი. ამის მიუხედავად, გახარებული ვარ, რომ მსაჯებმა კარგი ქულებით შემაფასეს. 

ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვარ და ვგრძნობ, რომ გამოცდილება დამიგროვდა. შარშანდელთან შედარებით მშვიდად ვისრიალე. ახლა უკვე კარგად ვიცი, სიტუაციისდა მიხედვით, როგორ მოვიქცე

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მედლის შანსს, ამაზე ფიქრი ჯერ არ მსურს. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ კარგი შანსები მაქვს, მაგრამ მინდა ჩემი საქმე ცივსისხლიანად გავაკეთო.

ვეცადეისე მესრიალა, რომ სიამოვნება მიმეღო. თავს ფავორიტად ვგრძნობ? - კი ვგრძნობ და ეს მე ხელს არ მიშ­ლის", - თქვა ანასტასია გუბანოვამ.