იუსტიციის სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ასაჯაროებს
1746518607
რუს მოციგურავეს, კამილა ვალიევას, რომელსაც სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა და დროებითი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ყინულზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
15 წლის სპორტსმენი მონაწილეობას ხვალ ჩანიშნულ ღონისძიებაში მიიღებს და ქალთა შორის, ინდივიდუალურ გამოსვლაში იასპარეზებს.
რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტომ ვალიევა სპორტულ აქტივობებს 8 თებერვალს ჩამოაშორა, მაგრამ მომდევნო დღეს დროებითი დისკვალიფიკაცია მოხსნა. ამ გადაწყვეტილების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს, რომელმაც განაცხადა, რომ მოახლოებულ ტურნირში მონაწილეობის აკრძალვა ვალიევას „აუნაზღაურებელ ზიანს“ მიაყენებდა, მას, როგორც 16-წლამდე ასაკის სპორტსმენს, მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტოს კოდი იცავს და მიღებული აპელაცია არ დააკმაყოფილა.
როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე, ვალიევამ მხოლოდ ყინულზე გასვლის უფლების მიიღო. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ჯერჯერობით მისი ბრალეულობა-უდანაშაულობის საკითხი არ განუხილავს და არც გუნდურ შეჯიბრში მოპოვებული მედლების ბედზე უმსჯელია.
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, CAS გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სპორტში დოპინგის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლისთვის ეს ძალიან შავი დღეა.