ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ
1775333452
აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც უწყებაში მედიას განუცხადეს, სიდიგოვის მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტზე არავითარი ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვის დაკავებას ადასტურებს. როგორც მედიას განუმარტეს, საქმესთან დაკავშირებული დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.