სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს ერთი მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ბ.ბ., 1978 წელს დაბადებული ი.გ. და 1997 წელს დაბადებული ი.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.