ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან ერთად, პროექტის - ,,ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ მონაწილეებს შეხვდა

სააგენტო

ლევან ღირსიაშვილმა და ვახტანგ ბააკაშვილმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე. პროექტი, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, 10-თვიანი ინიციატივაა და მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდას. ქვეყნის მასშტაბით დელეგატები საკუთარ მუნიციპალიტეტებში გაავრცელებენ ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამების, სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ, გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებსა და აქტივობებს, ითანამშრომლებენ ადგილობრივ ახალგაზრდებთან, თვითმმართველობასა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან. პროექტის ბოლოს გამოვლინდებიან საუკეთესო დელეგატები, რომლებიც სასწავლო ვიზიტით საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაზე გაემგზავრებიან.