ახალგაზრდა წყვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს

lkjlk

თბილისში, ახალგაზრდა წყვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ წყვილი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. 

„ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუზუსტებელი ვერსიების გავრცელება არასწორია.

თბილისი ენერჯის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად ცეოს (ნამწვის), ან გაზის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“,- ნათქვამია გავრვცელებულ ინფორმაციაში.