1750017082
ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) – მან თურქეთის სახელით გამომსვლელი ქართველი, ვედატ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) დაამარცხა.
გრიგალაშვილი მეოთხედფინალში გასასვლელად ბულგარელ ან ჩილელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.