საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

ანგარიში, პირველ ტაიმში, მატჩის მე-19 წუთზე, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხვიჩამ პენალტის მოპოვება შეძლო, რომელიც თავადვე შეასრულა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. 

მეორე გოლი კი, ჩვენს ნაკრებს შეხვედრის მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე ჩვენს გუნდს გიორგი წიტაიშვილმა მოუტანა.

მეტოქემ ჩვენ კარში გოლის გატანა შეხვედრის 75-ე წუთზე შეძლო.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გიბრალტართან გამართა.

ამ მოგებით საქართველომ ერთა ლიგის C დივიზიონში მონაწილე 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისში გაიმართება.

ვინ შეხვდება საქართველოს 27 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიისა და საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.