საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთს მოუგო

kalatburTi

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.

ისევე როგორც მთელი შეხვედრა, მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოდგა, ტრიბუნები გააქტიურდნენ, მაკფადენმა ჩამორჩენა მინიმუმადე შეამცირა,სანაძის სამქულიანით წინაც გავედით, საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ანდრონიკაშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოჰპარა, ჩააგდო, 3 ქულით დავწინაურდით, 18 წამით ადრე ბრიზუელამ სამიანით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა.

ოვერტაიმში ანდრონიკაშვილის ძალისმევით წინ გავიჭერით, ტრიბუნები აგუგუნდა - რატი, რატი, რატი, მაკფადენმა სამიანი ჩააგდო, ორი საჯარიმოც მიაყოლა და მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ.