1770671781
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი მეორედაც დაამარცხა - წიქარიძემ კვლავ ჰეთთრიქი შეასრულა
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანელ თანატოლთა გუნდს მეორედ დაუპირისპირდა და ამჯერადაც დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0.
პირველი ამხანაგური მატჩი ტატა მატვეევას გაწვრთნილმა გუნდმა 6:0 მოიგო. სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ჩატარებულ მატჩში, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, ანანო წიქარიძემ ჰეთთრიქი (14, 47, 48 წუთებზე) შეასრულა. ერთი გოლიც ნინიკო ჩხეტიანის (89) ანგარიშზეა.
მეტოქეებმა თამაში 9-9 ფეხბურთელით დაასრულეს. 62-ე წუთზე გუნდური კონფლიქტის შედეგად მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდიდან 2-2 მოთამაშე გააძევა – აზერბაიჯანიდან აისუ ასადოვა და აიან აბდიევა, ხოლო მასპინძლებიდან – მარიამ ჯოჯუა და თეკლა ბერიძე.










