1770722412
დიდი ხანია გაცხადებული გვაქვს, რომ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება და ახლო პერიოდში, შტატებისგან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება ვიხილოთ - ირაკლი ქადაგიშვილი
პარლამენტის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება სურს.
ქადაგიშვილის თქმით, ახლო პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას.
"მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია უკვე რაც გაცხადებული გვაქვს, რომ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ძალიან საინტერესო გზავნილი იყო სახელმწიფო მდივნის, რუბიოს მხრიდანაც. მან თქვა, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაახვედრა წინა ადმინისტრაციამ საქართველოსთან მიმართებაში და, რომ ისინი აპირებენ ამ ვითარების კარდინალურად გადახედვას და ალბათ, ახლო პერიოდში, ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება ვიხილოთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.









