„როგორც ამბობენ, ის მებრძოლი არ არის...“ - რას წერს შონ ომალი 21 საბა ლაზიშვილზე

შონ ომალი / დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, შონ ომალი მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის ინციდენტს გამოეხმაურა და რუსი მებრძოლის საქციელი გააკრიტიკა.

ასევე, ამერიკელმა პატივისცემა გამოხატა საბა ლაზიშვილის მიმართ, რომელიც მერაბს ბოლომდე დაუდგა გვერდით.

„პატივისცემა მერაბის მეგობარს. როგორც ამბობენ, ის მებრძოლი არ არის, მოჭიდავეა. 21 წლისაა, მხოლოდ ჭიდაობს, არ ურტყამს. და მან ხაბიბის, ანუ უსმანის გუნდიდან ორი კაცი დააგდო. არ ვიცი, უმარმა, ანუ უსმანმა დაგეგმა თუ არა, რომ თავს დასხმოდნენ, თუ უბრალოდ სილის გაწვნა უნდოდა. მაგრამ რას ელი, როცა ვინმეს სილას აწნავ? გგონია, რომ უბრალოდ ისაუბრებენ? ძმამ კეპი შემოატრიალა, წინ გადმოიწია. ახლახან დაასრულეს ლოცვა? თუ პირდაპირ ამის მერე ლოცულობენ? იმიტომ რომ როგორც ვიცი, დღეში 5-ჯერ ლოცულობენ და როდისმე ხომ უნდა მოესწროთ? რაც მოხდა, ალბათ იმის წინა ისტორიაა, როცა მერაბი უმარის მეგობარს სილას აწნავს. მაგრამ ვიტყოდი, რომ უსმანი აქ აშკარად მტყუანია. არ ვფიქრობ, რომ საქმის მოგვარების სწორი გზა ეგ არის. შეიძლება ერთი სილა გაარტყა, მერე დაცვა ჩაერიოს და ერთმანეთთან ანგარიში გაათანაბროთ ერთი-ერთზე, ეგ ნორმალურია. მაგრამ ჯგუფურად თავდასხმა... ეს ერთგვარად ნიადაგს ამზადებს ჩხუბისთვის, პოტენციური ბრძოლისთვის ილიასა და უმარს შორის...“ - ამბობს ომალი.

✕