„არ დამაღალატო, დე“ - ალექსანდრე მიქელაძეს დედა მიმართავს

ნათია დიაკვნიშვილი

გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.

„არა დე, მე შენ ძლიერი უნდა დაგხვდე, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს სიძლიერე! გპირდები, რომ ისევ ისეთი მაგარი, არაა ბევრად მაგარი დედა დაგხვდები, ვიდრე ვიყავი, ოღონდ არ დამაღალატო, დე. ჩემი სამყარო ხარ და ჩემი ყველა+ფერი. სულის კივილამდე მენატრები, ჩემო ადამიანო...“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

✕