საბა ლაზიშვილის წერილი ნურმაგომედოვებთან ჩხუბის შემდეგ
1794500392
ზაჰესსა და დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე გაზმომარაგება 13 ნოემბერს აღდგება, - ამის შესახებ განცხადებას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
„გაზსადენზე მომხდარი ავარიის სირთულის გამო, დღეს, 12 ნოემბერს, გაზმომარაგების აღდგენა ვერ მოხერხდა.
აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდება და გაზის მიწოდება ხვალ, 13 ნოემბერს, 12:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
გაზმომარაგება შეზღუდული რჩება დაბა ზაჰესისა და დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების ნაწილს.
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვოთ.
თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:
ცხელი ხაზი: +995 32 2404004,
სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, - ნათქვამია განცხადებაში.