ოსიმენის შემცვლელის პოვნა არ გაუჭირდება, თუმცა ხვიჩას ჩანაცვლება ურთულესი იქნება... - სპორტის ჟურნალისტი იტალიიდან

ოსიმენი კვარა

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" მომავალში ოსიმენის შემცვლელის პოვნა არ გაუჭირდება, თუმცა ხვიჩას ჩანაცვლება ურთულესი იქნება. ინფორმაციას ჟურნალისტის შეფასების შესახებ sportall.ge ავრცელებს.

"ეჭვი მაქვს, რომ კვარაცელიას შემცვლელის პოვნა რთული იქნება, რადგან მას არნახული შესაძლებლობები აქვს და რაც მთავარია, მისი ნიჭი ბოლომდე ჯერ არ გვინახავს. ახალი ვიქტორ ოსიმენისა და რასმუს ჰოილუნდის (ატალანტა) პოვნა კი მარტივი იქნება, რა თქმა უნდა, ისინიც დიდებული ფეხბურთელები არიან" - განაცხადა ბრუნომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 26-ე ტურის მატჩს დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე "ატალანტას" წინააღმდეგ