შეუძლებელია კვარაცხელიამ საუკეთესო წლებში ლეო მესი არ მოგაგონოს... - უცხოური პრესა კვარაცხელიაზე

ფეხბურთელი

„ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამაშმა და გოლმა, რომელიც 8 მეტოქის გარემოცვაში მყოფმა გაიტანა, ესპანური სპორტული მედია აღაფრთოვანა. შეფასებების შესახებ sportall.ge წერს.

sport.es: "შეუძლებელია კვარაცხელიამ საუკეთესო წლებში ლეო მესი არ მოგაგონოს. როგორი გოლი გაიტანა! ის ახალი ევროპული სენსაციაა. მან "ატალანტასთან" მარტომ ნახევარი გუნდის წინააღმდეგ მყოფმა მოახერხა ანგარიშის გახსნა - გოლით, რომელიც საუკეთესო მესის მოგვაგონებს".

Mundo Deportivo: "22 წლის კვარაცხელიამ ამ სეზონში უკვე 12 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა და რამდენიმე ევროპული გიგანტი კლუბის თვალთახედვის არეში მოექცა, რომელთა შორის, როგორც 
ჩანს, "რეალი" უფრო მოგებიან მდგომარეობაშია, რათა მისი გადაბირება შეძლოს".

AS: "ქართველის დონეზე ბევრი ფეხბურთელი არ არის. შესანიშნავი გოლი გაიტანა და ამას უსასრულოდ შეიძლება უყურო. მისი ფასის ზრდა დაუსრულებელია. ამ გოლმა ნეაპოლელი ფანები ისევ გააგიჟა".

წყარო: portall.ge