როგორი ზამთარი გველის საქართველოში – იქნება თუ არა უხვი თოვლი და მკაცრი ყინვები
1795548958
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი შეიცვლება. 26 ნოემბერს ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი და ზოგან ძლიერი ქარია ნავარაუდევი. მომდევნო დღეებში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა კვირის ბოლოდან კვლავ გაუარესდება.
27 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 28 ნოემბერსაც ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ნალექი არ იქნება, თუმცა ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ნისლი.
შაბათს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება თბილისს, 26-28 ნოემბერს დედაქალაქში შედარებით მშვიდი ამინდი იქნება. დღისით ტემპერატურა დაახლოებით +8-დან +11 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი ჰაერი მნიშვნელოვნად გაცივდება.
კვირის ბოლოდან და მომდევნო კვირის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში ღრუბლიანობა მოიმატებს და მოსალოდნელია წვიმა. დასავლეთ საქართველოშიც ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი.