ნოვაკ ჯოკოვიჩი პროტესტის ნიშნად, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციას ტოვებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ჩოგბურთის ლეგენდამ ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციას (PTPA) ტოვებს, რომლის თანადამფუძნებელიც 2020 წელს გახდა.

სპორტსმენმა გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ასოციაციიდან სრულად გადადგომის მიზეზი ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებია, მათ შორის — გამჭვირვალობა, მმართველობა და მისი პოზიციისა და იმიჯის არასწორი წარმოდგენა.

„ფრთხილი გააზრების შემდეგ გადავწყვიტე, მთლიანად დავიხიო უკან PTPA-დან“, — განაცხადა ჯოკოვიჩმა.

PTPA ჩოგბურთელთა ინტერესების დასაცავად შეიქმნა და წლების განმავლობაში სპორტის სამყაროში არაერთ დისკუსიას იწვევდა.