ნიკო უილიამსი ახლო მეგობარია, ვინისიუსი საოცარია, მაგრამ კვარაცხელიას ვირჩევ, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა - გავი

გავი

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ გავის გამორჩეული ფლანგის შემტევების შედარება სთხოვეს და მან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. მისი ბლიც-ინტერვიუ „მუნდო დეპორტივოსში“ გამოყვეყნდა.

თუცა, საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავმა საქართველოს ნაკრების ქართველ შემტევზე წინ უსმან დემბელე და ლამინ იამალი დააყენა.

– ხვიჩა კვარაცხელია თუ ადემოლა ლუკმენი?

– კვარაცხელია.

– კვარაცხელია თუ ალეხანდრო გარნაჩო?

– კვარაცხელია.

– კვარაცხელია თუ ლუის დიასი?

– კვარაცხელია.

– კვარაცხელია თუ ჯამალ მუსიალა?

– კვარაცხელია.

– კვარაცხელია თუ ენტონი გორდონი?

– კვარაცხელია.

-კვარაცხელია თუ ნიკო უილიამსი?

– ნიკო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ კვარაცხელია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, ასე რომ კვარაცხელია.

– კვარაცხელია თუ ვინისიუს ჯუნიორი?

– ჰმ… კვარაცხელია. მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსი საოცარია, კვარაცხელიას ვირჩევ, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.

– კვარაცხელია თუ ბუკაიო საკა?

– კვარაცხელია.

– კვარაცხელია თუ დეზირე დუე?

– კვარაცხელია.

– კვარაცხელია თუ ჟოაო პედრო?

– კვარაცხელია.

-კვარაცხელია თუ უსმან დემბელე?

– დემბელე.

– დემბელე თუ ლამინ იამალი?

– ვერ ვარჩევ – ორივეს.