ადიგენში მეწყერი ჩამოწვა - რა ვითარებაა ადგილზე
1784830963
„ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრებმა სპეციალური ლოცვა დაწერეს, რომელშიც ისინი „პარტენოპეის“ ლეგენდას, დიეგო მარადონას დახმარებას სთხოვენ.
ლოცვას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს, ჩვენ კი მცირე ამონარიდს შემოგთავაზებთ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც არის ნახსენები.
„წმინდაო მარადონა, რომელი ხარ სამოთხესა და მოედნებსა შინა. შენ ხარ ერთადერთი საფეხბურთო ღვთაება, რომელსაც შეუძლია ინგლისელების დამარცხება, გერმანელების დამხობა და გარი ლინეკერის შენი რელიგიის იოანე ნათლისმცემლად ქცევა, გთხოვ, დაგვეხმარე. დაადე შენი ღმერთის ხელი ოსიმენს თავზე, ხვიჩა კვარაცხელია ხორხე ვალდანოს დაამსგავსე...“
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა „სან სიროზე“ მილანელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შესაბამისად, „ნაპოლის“ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდება, მინიმალური სხვაობით მოგების შემთხვევაში კი დამატებითი ტაიმები დაინიშნება. დღევანდელი შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1784835508
VIDEO: თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარია
1784834850