მარნეულელი ძიუდოისტების მორიგი წარმატებული ასპარეზობა

მარნეული

ხაშურის მუნიციპალიტეტში გაიმართა ევროპის ჩემპიონის და მსოფლიოს პრიზიორის ლუკა მაისურაძის სახელობის პირველი რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში, 2009-2010 და 2011-2012 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის.

ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა. სპორტსმენებმა მოიპოვეს ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი.

ტურნირის ჩემპიონი გახდა ნიკოლოზ დევდარიანი, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: უმუდ სულეიმანოვი, ამირან სამხარაძე, მიქაილ გოჯაევი, ლუკა ნავერიანი და გიორგი აბდელანი.