1747168660
მარნეულის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მშვილდოსნობაში უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მშვილდოსნობაში უმასპინძლა.
ტურნირი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა. სალომე ხარშილაძემ, ( პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანი) 21+ ასაკობრივ კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო თამთა ნავერიანმა( პირადი მწვრთნელი- ეკა აბაიშვილი) 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაიკავა მეორე ადგილი.
ტურნირის ფარგლებში გათამაშდა, "თენგიზ ნავერიანის სახელობის თასი", სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გოგონების და ბიჭების კატეგორიაში გამარჯვებული პირველი ნომრები, სალომე ხარშილაძე და ანრი ბასილაძე. სუპერფინალის გამარჯვებული, თასისა და ფულადი ჯილდო 5000 ლარის მფლობელი, ბათუმელი ანრი ბასილაძე გახდა. აღნიშნულ ტურნირზე მოხდება 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა შერჩევა რომელიც თურქეთში, ქალაქ სამსუნში გაიმართება.
ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სიმონ ნოზაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ბოლქვაძე, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.