იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონების სიყვარულის ისტორიას სკანდალები არასდროს აკლდა. მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში მსოფლიო მედიის განხილვის აქტიური საგანი იყო. ამას ხელი განსაკუთრებით წყვილს შორის 25 -წლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ შეუწყო.
საფრანგეთის პრეზიდენტი მომავალ მეუღლეს 15 წლის ასაკში შეხვდა. გამოცემა სტანდარტის ინფორმაციით, ბრიჯიტი დრამის მასწავლებლად მუშაობდა იმ სკოლაში, სადაც ემანუელი სწავლობდა. ემანუელმა გადაწყვიტა სპექტაკლებში მონაწილეობა თავადაც მიეღო. მან ბრიჯიტთან ერთად სხვადასხვა სცენარის ადაპტაციაზეც დაიწყო მუშაობა.
ისინი ერთმანეთს ყოველ პარასკევს ხვდებოდნენ და დეტალებს განიხილავდნენ. ერთ-ერთი სპექტაკლის დასასულს, ემანუელი მასწავლებელთან მივიდა და ლოყაზე აკოცა. როგორც მოგვიანებით ბრიჯიტ მაკრონმა გაიხსენა, მათ შორის პირველი ნაპერწკალი სწორედ მაშინ გაჩნდა.
თუმცა, იმ დროს ბრიჯიტი დაქორწინებული იყო და 3 შვილი ჰყავდა, რომლიდანაც ერთ-ერთი ემანუელ მაკრონის კლასელი იყო. ემანუელის მშობლებს თავდაპირველად ეგონათ, რომ მათი შვილი მასწავლებლის ქალიშვილს ხვდებოდა. თუმცა, ერთხელაც ოჯახის მეგობარმა მათ სიმართლე უთხრა. მშობლებმა რადიკალურ ზომებს მიმართეს - ემანუელ მაკრონი სკოლიდან გამოიყვანეს და სასწავლებლად პარიზში გაგზავნეს.
ბრიჯიტს კი მათ შვილთან კომუნიკაცია აუკრძალეს.
მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ემანუელსა და ბრიჯიტს ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. მაკრონების ბიოგრაფის, ანე ფულდას თქმით, პარიზში სასწავლებლად წასვლამდე, ემანუელმა მომავალ მეუღლეს ასე სიტყვები უთხრა - „მე აუცილებლად დავბრუნდები. მოგძებნი სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე და ცოლად მოგიყვან“.