„მოტეხილობებით კომაშია...“- მოსკოვის აეროპორტში კაცმა 2 წლის ბავშვი ძირს დაანარცხა
1750766761
კრიშტიანუ რონალდო მონაწილეობას ვერ მიიღებს „ალ-ნასრის“ უახლოეს მატჩებში. ის გამოტოვებს შეხვედრებს „ალ-თაისა“ და „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ, რომელიც 5 და 14 იანვარს გაიმართება.
რონალდო ამ შეხვედრებში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
რონალდოს ჯერ არ მოუხდია დისკვალიფიკაცია – სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მისი კონტრაქტის გაწყვეტის მეორე დღეს მიიღეს.
ფიფას რეგლამენტის თანახმად, მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლომდე არ აქვთ მოხდილი დისკვალიფიკაცია წინა ლიგებში, უნდა გამოტოვონ საწყისი მატჩები ახალ ჩემპიონატში.
კრიშტიანუ რონალდო სადებიუტო მატჩს, სავარაუდოდ, 21 იანვარს ითამაშებს, როცა მისი ახალი გუნდი „ალ-ითიფაკს“ შეხვდება.