„იბერია“- „იაგელონიას“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია არ გაიმართა – მიზეზი პოლონელი ქომაგის დაზიანებაა

კონფ

საქართველოს ჩემპიონის, „იბერია 1999-სა“ და „იაგელონიას“ მთავარმა მწვრთნელებმა ევროპალიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის (1:2) შემდეგ პრესკონფერენციის გამართვაზე უარი თქვეს.

მიზეზი მატჩის შემდეგ მომხდარი შემთხვევა გახდა – პოლონური გუნდის გულშემატკივარი ტრიბუნიდან ჩამოვარდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.