გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სარდალიშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

23 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ტაივანელი იუნგ ვეი იანგი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

დღეს შეჯიბრზე მედლები მამაკაცთა 60 და ქალთა შორის 48 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

ხვალ, 5ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე ქართველებიდან ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) იჭიდავებს.

✕