ძლიერი სეტყვა რაჭაში - რა კადრები ვრცელდება ამ წუთებში ადგილიდან
1756890083
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეორე დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
„თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან რთული თამაში გველის. მოლოდინი გაზრდილია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ვარჯიშებზე, უნდა გადავიტანოთ სტადიონზე და სასურველ შედეგს მივიღებთ“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების წევრმა ზურიკო დავითაშვილმა.
7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.