ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ისფედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.
ნინო დოლიძის განცხადებით, კითხვები ძირითადად 2024 წლის გაზაფხულზე და ნოემბერ-დეკემბრში გამართულ აქციებს ეხებოდა. მისი განმარტებით, კითხვები ასევე შეეხო ორგანიზაციის მიერ შესყიდვებსაც.
„კითხვები ძირითადად შეეხებოდა აქციების მიმდინარეობას, როგორც გაზაფხულზე გასულ წელს, ასევე ნოემბერ-დეკემბერთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ა.შ. ცხადია, კითხვები იმ შესყიდვასთან დაკავშირებითაც იყო და ჩემს განცხადებებთან დაკავშირებითაც, ჩემი პასუხი იყო, რა თქმა უნდა, სიმართლე. სამართლიანი არჩევნები მუდმივად და არსებობიდან იცავს დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს ადამიანის უფლებებს. ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ამ აქციების დროს მონიტორინგი იქნებოდა თუ იურიდიული დახმარება, აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში, იყო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვახორციელებდით დემოკრატიული მომავლის დაცვას და შესაბამისად ამ შეკითხვებს ვუპასუხე. გამოკითხვა იყო კონსტრუქციულ რეჟიმში. ჩემი შეფასება, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო ორგანიზაციების დევნას უკავშირდება მათ დაყადაღების საკითხს და მანამდე მიღებულ არაერთ რუსულ კანონს და შესაბამისად, ამას ვუპასუხე შესვლის დროს“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო უწყებამ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დააყადაღა.