ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული გ.ო. დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტის, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, გ.ო.-სგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულის სამუშაო ოფისის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები და სპეციალური ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც იგი ყალბი დოკუმენტების დამზადებას ახდენდა. ასევე ამოღებულია, ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის დამზადებისთვის საჭირო მასალები“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებას გულისხმობს.